გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს

7-03-2019

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გამოკითხვა, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.


ქადაგიძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება“ - წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.


ქადაგიძე ასევე აღნიშნავს, რომ, მხარს უჭერს ამ საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, „სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი გააკეთებს განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31