გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

8-03-2019

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო.


მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ვაკის პანთეონში იმყოფებოდა, სადაც ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.


საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31