გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: გლდანში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე მომხდარი თავდასხმისას არავინ დაშავებულა

8-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


„თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.


შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930