გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სექსუალური შევიწროების ბრალდებით დააკავეს-მამაკაცი ქუჩაში, ბავშვების თვალწინ გაშიშვლდა

8-03-2019

სექსუალური შევიწროების ბრალდებით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.


შემთხვევა ბრანდერბურგის მიწაზე, დობერლუგ ქირჰჰაინში მოხდა. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, სკოლის გზაზე მიმავალ გოგონებს, გზად ორი მამაკაცი შეხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა შარვალი ჩაიხადა და ბავშვების თვალწინ გაშიშვლდა. ამის შემდეგ, ქართველები ადგილიდან მიიმალნენ.


მოსწავლეებმა პოლიცია გამოიძახეს, კამერების შემოწმების შემდეგ მამაკაცების იდენტიფიკაცია მოხერხდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.


რამდენიმე საათში, მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.




recorder.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031