გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ჯანელიძე: დღეს ბიზნესი თავისუფალია

9-03-2019

ბიზნესმენ ზურაბ ჯანელიძის განცხადებით, დღეს ბიზნესსექტორი ზეწოლისგან თავისუფალია და გამოთქმა „ბიზნესის ტერორი“, გადაჭარბებულია.


როგორც ჯანელიძემ სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბიზნესს 2006 წლიდან აწარმოებს და სახელმწიფოსთან პრობლემები არ ჰქონია.


„ჩვენ ვართ სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში ვსაქმიანობთ, გვაქვს გადამამუშავებელი საწარმო.
მართალი გითხრათ, ჩვენ არასოდეს გვიგრძვნია არავითარი ტერორი, პირიქით, ბოლო წლებია რაც სახელმწიფოსგან აგროპროექტებში დახმარებები ვიგრძენით, იგივე შეიძლება ვთქვათ პროექტ „აწარმოე საქართველოს“ მიმართაც.
ჩვენი კომპანიის დაფუძნების წლიდან პრობლემები სახელმწიფოსთან არ გვქონია. თუმცა ადრე არ იყო სათანადო ყურადღება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ვფიქრობ, დღესაც აკლია დარგს ყურადღება. თუმცა დღეს ტერორი, როგორც ასეთი არსად დამინახავს და პირიქით, როცა ყოფილა გაურკვევლობა, მქონია შეხება შესაბამის სამინისტროებთან, უწყებების პირველ პირებთან და სათანადო დახმარებაც მიმიღია“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930