გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: თეა წულუკიანი საკმაოდ წარმატებული მინისტრია, მან ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ამ ქვეყნისთვის

10-03-2019

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.


„მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს. საკმაოდ წარმატებული მინისტრია, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ამ ქვეყნისთვის მინისტრობის პერიოდშიც და მინისტრობამდეც“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში.


მისი თქმით, ძალიან ხშირად ახალი თემა ჩნდება, რომელიც არ ჯდება იმ რეალობაში, რაც ჩვენთვის არის ხოლმე ცნობილი.


„საპარლამენტო უმრავლესობაში მსგავს თემებზე და არცერთ მინისტრზე საუბარი არ ყოფილა. მსგავსი ინფორმაცია მე პირადად არ მაქვს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


ამასთან, მისი თქმით, არც წულუკიანი, არც მდინარაძე და არცერთი თანამდებობის პირი მუდმივად არ იქნება თავის ადგილზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031