გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრის მოადგილე წულუკიანის გადადგომაზე ცნობას არ ადასტურებს

11-03-2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პირველი მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.


"ამ ინფორმაციას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. რომ დაგიდასტუროთ, ამისთვის საფუძველი არ გვაქვს. გუშინ, კვირა დღის მიუხედავად, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ეს რამდენიმე ნორმატიული აქტის პროექტი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მოსაზრებები გავცვალეთ. სხვა მსგავს თემაზე საუბარი არ გვქონია“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031