გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი მეზურნიშვილი: უცხოელი ინვესტორების მიერ 500 მილიონ დოლარზე მეტის რეინვესტირება ნიშნავს, რომ ისინი საქართველოში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ

11-03-2019

“დღეს სახეზე გვაქვს უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოსთვის უპრეცედენტო ნდობის გამოცხადება, რაც რეინვესტირების 45.3 პროცენტიანი მაჩვენებლით დასტურდება და მსოფლიოში გამორჩეულ შედეგად შეიძლება შეფასდეს”-ამის შესახებ კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.


მისივე შეფასებით, უცხოელი ინვესტორების მიერ საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტის რეინვესტირება ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები საქართველოში თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობენ და მზად არიან ქვეყანასთან გრძელვადიანად ითანამშრომლონ.


„2018 წელს საქართველოს მიერ ჯამურად მოზიდული 1 მილიარდ 232 მილიონი აშშ დოლარი სოლიდური შენატანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ამასთან ერთად ფიტჩის რეიტინგის 2019 წლის დასაწყისში გაუმჯობესება, რაც 2011 წლის დეკემბრის შემდგომ არ მომხდარა დარწმუნებული ვარ უზრუნველყოფს საქართველოში ახალი მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული რეფორმები კი ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს, მოქნილს და ეფექტიანს გახდის“-აცხადებს დეპუტატი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31