გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა

12-03-2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გურჯაანის რიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.

მოსამართლის განმარტებით, გასულ სხდომაზე შუამდგომლობის მხოლოდ ტექნიკურ პრობლემაზე არ მიუთითებია. მოსამართლის განცხადებით, აღკვეთის განხილვა ორ თვეში ხდება.


ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930