გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა

12-03-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 13-15 მარტს ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვევა.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის შეხვედრები.


"ჩვენი ღვინისთვის იაპონია ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად, შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის. ტოკიოში საზეიმოდ გავხსნით გამოფენას ,,საქართველო ღვინის სამშობლო" . ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ისეთ განსაკუთრებულ ქვეყანაში როგორიც იაპონიაა წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ როგორც ღვინის სამშობლო, არამედ, როგორც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყანა. ამავე დროს მოვახდინოთ ჩვენი ბიზნეს პოტენციალის დემონსტრაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან აქტუალურია ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, შესაბამისად, იაპონია არის სწორედ ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული", - განაცხადა მამუკა

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31