გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება

12-03-2019

უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არსებული მოდელი არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.


მინისტრის თქმით, დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, რაც უნდა დასრულდეს.


"უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება, სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ის მიმართულებები დაფინანსდება, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის" - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031