გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბინათმშენებლობით დაზარალებულების ფართებით დასაკმაყოფილებლად გამოცხადებულ ინტერესთაგამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა

13-03-2019

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, ამმიმართულებით, 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული და ქალაქის მთავრობა მათ ამ პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

კახა კალაძის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები იღებენ ვალდებულებას, რომ 200-მდე დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილონ.


"ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დიდ დიღომში ოთხ ლოკაციაზე გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა და ოთხი გამარჯვებული კომპანია გვყავს. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ აღნიშნული პროექტები განახორციელონ და ფართებით დაახლოებით, 200-მდე დაზარალებული ოჯახი დააკმაყოფილონ", - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი გრძელდება და ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31