გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო გოგუაძე: კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა

13-03-2019

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით მივიღეთ უმძიმესი ინფორმაცია გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, -ამის შესახებ ნინო გოგუაძემ განაცხადა.


„საქმეზე ჩატარდება გამოძიება და ყველა საშუალებას გამოვიყენებთ გარდაცვალების შესახებ გარემოებების დასადგენად. ამასთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ეს ფაქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცევა.


სახელმწიფო მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სამივე თავმჯდომარე მყისიერად იქნა ინფორმირებულია ფაქტის შესახებ. ისინი ახლა საქართველოში იმყოფებიან და უახლოეს პერიოდში მათი სოხუმში ვიზიტისას ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი" - განაცხადა ნინო გოგუაძემ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 მარტს, აფხაზეთის დე-ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებულმა საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა დააკავეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031