გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქის თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ის გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს

13-03-2019

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლის, ოთარ ჩახუნაშვილის განცხადებით, მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს. ამის შესახებ ჩახუნაშვილმა რადიო "პალიტრის" ეთერში განაცხადა.


მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშრებით საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში წელს წარადგენს.


„ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხების დარეგულირება აუცილებელია. დღეს არსებული რედაქციით არ არის აკრძალული პირდაპირი მარკეტინგი, თუმცა მთელი რიგი ვალდებულებები აქვთ ორგანიზაციებს, მათ შორის შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმიც, რომელიც პრაქტიკაში დაინერგა.

ვგეგმავთ, პარლამენტს წარვუდგინოთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ მოქალაქეთა თანხმობით მოხდება სმს-ების დაგზავნა და მიღება. ამ წინადადების შეთავაზება პარლამენტისთვის მიმდინარე წელს არის დაგეგმილი,“-აღნიშნა ჩახუნაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930