გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურქეთის სასამართლომ, კლუბ „ცხინვალის“ ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა

14-03-2019

თურქეთის სასამართლომ, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა.
კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ზურა კარტოზიას განცახდებით, ფეხბურთელები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან და საფეხბურთო საქმიანობას ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ. მისივე ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა, რაც მათ სრულ უდანაშაულობაზე მეტყველებს.


ცნობისთვის, თურქული მედიის ინფორმაციით, 21 თებერვალს, ანტალიის სავაჭრო ცენტრში „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელი - გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქურდობაზე დააკავეს. საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ კი, დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.


ინტერპრესნიუსი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930