გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორი ახალი მექანიზმებით ჩაერთვება

14-03-2019

ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, "კარგი მმართველობის ფონდი" (GGF) განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის ახალ მექანიზმებსა და კოლეჯების მართვის ახალ მოდელს ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.


ამ მიზნით, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორის დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ "კარგი მმართველობის ფონდის" მხარდაჭერით უახლოეს მომავალში დასრულდება პროფესიული განათლების სფეროში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოებსა და კრიტერიუმებთან.

ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების მასშტაბისა და ეფექტურობის ზრდას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930