გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზა კეთდება

14-03-2019

გლდანის რაიონის გამგეობა ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს , სადაც დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. პროექტის შედეგად, მოსახლეობა გრუნტის გზის ნაცვლად, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.


საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "ენკა" ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარი დაიხარჯა.


გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე კულა გლდანელის ქუჩაზე ხორციელდება; გულისაშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე იგება; საგზაო ინფრასტრუქტურა ფოცხიშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031