გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

15-03-2019

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები.


"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ამ ეტაპისთვის ინციდენტი არის განმუხტული. გადაადგილება თავისუფალია. მოსახლეობას პრობლემები არ შექმნია. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე," - განაცხადა ციხელაშვილმა.


დღეს, ხურვალეთში ვითარების შესასწავლად შევიდა ევროკავშირის სადამკვირებლო მისია.

"ბორდერიზაციის კუთხით ახალი ქმედებები არ შეიმჩნევა. ინციდენტები არ დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია",- დაწერა ერიკ ჰოგმა twitter-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31