გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 2 არასრულწლოვანი დააკავა

16-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა , ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნეს - მხილებულია ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ბ.


შსს-ს ინფრმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო და სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს.


ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31