გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16-03-2019

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, გ.მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა ს.პ-ს და პ.მ-ს, რომლებიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.


სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირისა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31