გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისი-ბათუმის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

16-03-2019

ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.


შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


"დღეს საღამოს, 17სთ:50 წთ ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი- ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს.


შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური"-აცხადებენ რკინიგზაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031