გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ხსოვნას სენაკში პატივი მიაგეს

17-03-2019

დღეს იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს 11 მარტს, ოკუპანტების ტყვეობისას მოკლული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ხსოვნას.


სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სენაკის საზოგადოება.


ამ დღეებში მთავრობის წარმომადგენლებმა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონსულტანტმა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და გუბერნიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირადად მიუსამძიმრეს კვარახელიას ოჯახის წევრებს და მწუხარება გამოთქვეს მომხდარი ტრაგედიის გამო.


ირაკლი კვარაცხელის სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930