გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
22 მარტს​ პარლამენტში მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ

18-03-2019

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელი კანონმდებლებს 22 მარტის პლენარულ სხდომაზე მიმართავს, რა დროსაც, საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში პირველად, ინტერპელაციის წესი ამოქმედდება.


ამ წესის ფარგლებში, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის მისვლა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით მოითხოვეს. პირველი არხის ინფორმაციით, ინტერპელაციის წესით, 22 მარტის პლენარულ სხდომაზე შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმინონ, რომლის პარლამენტში მისვლა "ევროპულმა საქართველომ" მოითხოვა.


რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

რაც შეეხება პროცედურას, რეგლამენტის მიხედვით, პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.


დებატების შემდეგ ადრესატს დასკვნითი გამოსვლისთვის 20 წუთი ეძლევა. დებატებისა და ადრესატის დასკვნითი გამოსვლის დასრულების შემდეგ კი შეიძლება, მიღებულ იქნას დადგენილება.


პირველი არხი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31