გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"თიბისი ბანკზე" კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ დეტალები განმარტა

18-03-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან "თიბისი ბანკზე" კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი განმარტა.


მეზვრიშვილის განცხადებით, საქმეზე საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი.


"ბოლო პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს გამოძიება გაჭიანურებულია. ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი. არაერთხელ ვთქვით, რომ ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები და დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები, გვექნება ექსპერტიზის პასუხები, საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ," - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930