გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია ელოშვილი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო

20-03-2019

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.


ილია ელოშვილმა თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ ხალხსა და ქართველებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული თანაცხოვრება აკავშირებთ.


„გაზაფხულის და განახლების ამ გამორჩეულ დღესასწაულს ვულოცავ არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ყველა მათგანს ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ. ამასთან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო იმ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრებისგან მუდმივად ვგრძნობთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.


ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.

მერის მოადგილესთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930