გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

20-03-2019

საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს. ანგარიში გაერომ გამოაქვეყნა. გასული წლის კვლევაში საქართველო 128-ე პოზიციაზე იყო.


კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალურ მხარდაჭერას, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობას, მოქალაქეთა თავისუფლებას, კორუფციის დონეს.


მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება – ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი სიაში 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 90-ზე, რუსეთი – 68-ზე, ხოლო თურქეთი – 79-ზე.

სიაში ბოლო ადგილს სამხრეთ სუდანი იკავებს.

20 მარტს მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, 2012 წელს დაწესდა.


პირველი არხი

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31