გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში კიდევ 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

20-03-2019

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათგან 22 ოჯახი წლებია, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს, დანარჩენი ხუთი ოჯახი კი - პოლიტკოვსკაიას N48-ში, ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, ჟორესის ქუჩა N13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის N1 კორპუსსა და ოცხელის ქუჩის N4-ში.


"ჩვენ ეს პროგრამა დაწყებული გვაქვს. უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მერია ამ ადამიანებს ხელს უწყობს და თანადგომას უცხადებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს ვაბედნიერებთ. მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. მათ უკვე საკუთრებაში ექნებათ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031