გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან

20-03-2019

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო: როგორც წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრომ ჰააგაში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან.


„ჩვენ ვაგრძელებთ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ჩვენ, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები: თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომელიც ალბათ, ზოგიერთის თვალში „წარუმატებლები“ არიან. ესენია: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930