გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

21-03-2019

დღეს ნოვრუზ ბაირამია – გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული. საქართველოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.


"ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ამ დღესასწაულის დადგომას უკავშირდება და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე.


მარნეულში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ეს დღე პრემიერმა მიულოცა.


დილიდან მთელი დღის განმავლობაში, მოწყობილია ქვემო ქართლის ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელი კუთხეები თავისი ატრიბუტიკით. მიმდინარეობს აზერბაიჯანული საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31