გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გროზნოს ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

22-03-2019

ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ვიდეოდიალოგის დროს, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონი მჭიდროდ არის დასახლებული, რის გამოც, მსგავსი მასშტაბის სკვერების მოწყობა ხშირად ვერ ხერხდება.


„ჩვენი რაიონი მჭიდროდ და კომპაქტურად არის დასახლებული და მიწის თავისუფალი ფართობებით არ ვართ განებივრებული. მიუხედავად ამისა, 3 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მოვიძიეთ, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკვერს მოვაწყობთ. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც სამ თვეში დასრულდება. გვინდა, რომ სკვერი და სპორტული მოედანი ერთ დიდ სივრცეში მოვაქციოთ ველობილიკითა და განათების თანამედროვე ქსელით. ეს ჩუღურეთისთვის დიდი ფართობია და რაიონში გამორჩეული სკვერი იქნება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.


მისივე თქმით, გასულ წელს ჩუღურეთის რაიონში ასევე, ხუთი ახალი სკვერი გაიხსნა, რადგან მწვანე სივრცეების მოწყობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ქეთევან ჯანჯღავას შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, რომის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაიწყება.


„აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ქალაქში მართლაც გამორჩეული ისტორიული ძეგლია, რომელთან დაკავშირებითაც, უკვე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. შედგა პროექტი და ძალიან მალე, წლის განმავლობაში, სახლის რეაბილიტაცია დაიწყება. ჩუღურეთის რაიონში ოთხი ისტორიული ძეგლის რეაბილიტიაცია მოხდება - რომის N4, ჯავახიშვილის N14, წინამძღვრიშვილის N1 და N39-ში მდებარე საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ძალიან დიდი მნიშვნელობის ისტორიული შენობებია“, - აღნიშნა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031