გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს მოძრაობა აიკრძალება

23-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 23 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე - „დინამო არენა", საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან, თამაშის დასრულებამდე სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ:


ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება გ. ცაბაძის ქუჩის და სანაპიროს კვეთიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით, ყიფიანის და ბათუმის ქუჩების კვეთიდან ყიფიანის ქუჩაზე, ქუთაისის და ა.წერეთლის ქუჩების კვეთა, ავტომანქანები იმოძრავებენ წერეთლის ქუჩიდან, ქუთაისის ქუჩის მიმართულებით.


ასევე, შეიზღუდება მოძრაობა ა.წერეთლის და ვახუშტის ქუჩების კვეთაზე და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ვახუშტის ქუჩიდან წერეთლის მიმართულებით, მეტროსადგურ "დიდუბისკენ".


ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება თევდორე მღვდლის და გ.ცაბაძის ქუჩების კვეთაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნაკადი იმოძრავებს აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით.


ასევე, დაიკეტება წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების კვეთა და ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა შეიზღუდება თამარ მეფის გამზირის და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე, თამარ მეფის ხიდიდან გადმომსვლელი ნაკადი იმოძრავებს თბილისი ცენტრალის მიმართულებით.


საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება თამარ მეფის ხიდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით გ.ცაბაძის ქუჩისკენ.
აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.


მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე განახლდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930