გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის ბრალდებით შსს-მ ორი პირი დააკავა

24-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული რ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული მ.ი.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1967 წელს დაბადებულ შ. კ.-ს.


ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ

ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30