გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცს შეხვდა

26-03-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


მხარეებმა ისაუბრეს მგზავრთა შესახებ წინასწარი ინფორმაციისა (API) და მგზავრის სახელის ჩანაწერის (PNR) სისტემებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტებზე ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) საკითხებთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის (AVRP) საკითხზე.


გრიგოლ ლილუაშვილმა და სანია ჩელებიჩ-ლუკოვაცმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930