გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მათიკაშვილი: ეკა ბესელიასგან ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის

27-03-2019

ორი დღე, რაღაც ეკა ბესელიასგან ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც სამწუხარო მოსასმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.


მათიკაშვილის თქმით,, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ, სახე არ უნდა დაკარგოს და ისე უნდა გააგრძელოს პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა.


„ეს არ არის სწორი და ჯანმრთელი მიდგომა, მით უმეტეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც სულ ცოტახნის წინ ერთი გუნდის შემადგენელი ნაწილი იყო. უნდა არსებობდეს ზღვარი ეს იგულისხმა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეიძლება დახმარება დასჭირდეს, რადგან ორი დღეა რაღაც ზღვარსგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის, რაც სამწუხარო მოსასმენია",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


დეპუტატის თქმით, მასაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე წინააღმდეგი იყო ეკა ბესელია ყოფილიყო სიის შემადგენლობაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31