გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეს თბილისის ზოოპარკია - დასავლეთ კავკასიური ჯიხვების ვოლიერი

27-03-2019

თბილისის ზოოპარკი  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ახალ ზოოპარკშია გადაღებული


"დაგენიძლავებით, ეს ფოტო სადღაც, ასფალტზე მოსიარულე მოკვდავთათვის მიუწვდომელ კლდის ქიმზე გეგონებათ გადაღებული.

არადა, თბილისის ზოოპარკია. ახალი ზოოპარკი (რომელიც ჯერ არ გახსნილა), სადაც ცოტა ხნის წინ დასავლეთ კავკასიური ჯიხვების ვოლიერი დავასრულეთ და ჯიხვებიც ჩამოვიყვანეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან ჩამოვაბრძანეთ, ორიც - ჩეხეთიდან. იმიტომ, რომ ისტორიულად, კავკასიონზე გავრცელებული სახეობა, საქართველოში თითქმის აღარ დარჩა.


ჰოდა, რომ დარჩეს, აღდგეს და გამრავლდეს, მაგაზე ვზრუნავთ ზუსტად და აი ამ, ფრანგ-ჩეხი ჯიხვებით, რომლებიც არც ფრანგები არიან და არც ჩეხები და ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილია, ვიწყებთ ჯიხვების კონსერვაციის პროექტს, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს.

ადვილი არაა. ძალიან რთულია. იაფი არაა. ძალიან ძვირია.


თუ სურვილი გექნებათ, თქვენც შეიტანოთ წვლილი ამ მნიშვნელოვან საქმეში, ამ ბმულზე გადაბრძანდით და შეიტანეთ წვლილი, თუნდაც მცირედი.


მერე თქვენს შვილიშვილებს უამბობთ, აი, საქართველოში რომ ჯიხვი არსებობს, ჩემი დამსახურებაცააო", -წერენ ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30