გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, ცენტრალურ ქუჩებზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა იგეგმება

28-03-2019

თბილოსის ვიცემერის განცხადებით, თბილისის მიკოავტობუსების კომპანიასთან კონტრაქტი გადაიხედება, რის შემდეგაც ცენტრალურ ქუჩებსა და გამზირებზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.


ხმალაძის განმარტებით, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები მეორეხარისხოვანი ქუჩებისა და ცენტრალური გამზირების სატრანსპორტო ხაზის დამაკავშირებელ საშუალებად იქცევა.


"აუცილებლად გადაიხედება კონტრაქტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, ეს გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. მოდიფიცირება ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება და მოხდება ინტეგრირება ძირითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან. გადახედვა გაუქმებას არ ნიშნავს.

მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან - მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება, სავარაუდოდ ეს იმას გაითვალისწინებს, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა. ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად ანახლებს თბილისის მერია. დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ უმოკლეს დროში მოხდეს განახლება",- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31