გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

29-03-2019

ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად , 1999 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებს.


უწყბის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930