გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი

29-03-2019

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.


წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებიდან 28 წელი გავიდა.


ამ მოვლენებთან დაკავშირებით სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.


დღეს, 29 მარტს, საჯარო ბიბლიოთეკაში თემატური ღონისძიება გაიმართება.


31 მარტს კი სენაკის საკათედრო ტაძარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება.


გარდა ამისა, დაგეგმილია ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ხელოვნების სამუსიკო სკოლის გალაკონცერტი და გამოფენა - "შეხვედრა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან".

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930