გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი სენაკს კამერული მუსიკის ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით ეწვია

1-04-2019

ბელგიის ნაციონალური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი, ვახტანგ მაჭავარიანი და ბიზნესმენი გიორგი დავითაია, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას, მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპეციალისტს ირმა კუპრეიშვილს შეხვდნენ.


გამოჩენილი მუსიკოსი სენაკს კამერული მუსიკის ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით ეწვია. შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ უნიკალური იდეის განხორციელების დეტალები.


- კულტურული ტრადიციებით გამორჩეული სენაკელებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი ძვირფასი შესაძლებლობა ფესტივალის დღეებში გახდნენ ხელოვნების ჭეშმარიტი დღესასწაულის თანამონაზიარნი - აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა და პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა და რესტავრირების პროცესში მყოფი აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრი დაათვალიერეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930