გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: არგუმენტები ალბათ იმათგან უნდა მოვისმინოთ, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ უნდა გაჩერდეს და არაფერი აკეთოს

2-04-2019

„არგუმენტები ალბათ იმათგან უფრო მეტი უნდა მოვისმინოთ, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ უნდა გაჩერდეს და არაფერი გააკეთოს“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ტვ  პირველის თოქშოუში „ხალხის პოლიტიკა“  მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლა შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.  

 

 „ბიძინა ივანიშვილის სახელი დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“.  ის პარტიის ლიდერია. გამომდინარე იქიდან, რომ სულ არჩევნების პროცესში ვართ, არ მგონია, რომ როდესმე უნდა შეწყვიტოს თავისი აქტივობა, სანამ რესურსი და ენერგია გააჩნია. ვფიქრობ, ეს  დიდხანს გაგრძელდება“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები გაიხსენა და განაცხადა, რომ  პროექტების სია ძალიან დიდია, ისევე, როგორც სამომავლო გეგმები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31