გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმების შედეგები გაასაჯაროვა

2-04-2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი კვების ობიექტებს სისტემატურად ამოწმებს.


როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა თბილისისა და რეგიონული სამსახურების ინსპექტირების ჯგუფებმა, 18 სპეციალისტის შემადგენლობით, გასულ კვირას, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული კვების ობიექტები შეამოწმა.

სახელმწიფო კონტროლი 51 ობიექტში განხორციელდა მათგან კრიტიკული შეუსაბამობა 12 ობიექტში დაფიქსირდა.


სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური შემოწმებების და ბიზნესოპერატორებთან ჩატარებული აქტიური სარეკომენდაციო სამუშაოების შედეგად, ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.


„აღსანიშნავია, რომ უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. დღეისათვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031