გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძეზე: როცა მივხედავ, მაშინ ნახავთ

2-04-2019

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძის მიერ გახმოვანებული წერილის შესახებ ჟურნალისტებთან დამატებით კომენტარს არ აკეთებს.


„როცა მივხედავ, მაშინ ნახავთ“, - ასე უპასუხა გახარიამ ჟურნალისტს შეკითხვაზე - აპირებს თუ არა იგი, სამართლებრივად განიხილოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მიერ ნახსენები მუქარის წერილის საკითხი.


შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მან წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.


გიორგი გახარიას განმარტებით კი, ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა.


„მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს ყველას პირში ვეუბნები“, - აღნიშნა გახარიამ ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ. მანვე განაცხადა, რომ ამ ბრალდებას ის, როგორც მოქალაქე, სამართლებრივ პასუხს აუცილებლად გასცემს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31