გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, ხიბულაში გაკეთდეს სახლმუზეუმი, ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა

2-04-2019

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმიანება.


,,ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში სოფ. ხიბულაში, ოჯახში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები და წუთები გაატარა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, გაკეთდეს მისი სახელობის მუზეუმი, ეს არა მარტო მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმეა, არამედ ჭეშმარიტად ეროვნული, საშვილიშვილო ინიციატივაა. ეს ადგილი გახდება სიმბოლო ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვის და ყოველთვის გაახსენებს მომავალ თაობებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას" - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მერაბ ქვარაიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930