გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნულ საშენ მეურნეობაში იშვიათი ფრინველის, ხონთქრის ქათმის წიწილები გამოიჩეკა

3-04-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში „წითელი წიგნში“ შეტანილი ფრინველის, ხონთქრის ქათმის, იგივე პორფირიონის წიწილები გამოიჩეკა.


სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვოლიერში ხონთქრის ქათამი პირველად გამრავლდა.

2016 წლიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება.

გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. დღეისათვის, მეურნეობაში 700 ფრთა კაკაბი, 100 ფრთა კოლხური ხოხობი და 20 ფრთა ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930