გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდუბის რაიონის გამგებელი: არცერთ სახლში დღეს მოქალაქეები არ გაათენებენ

7-04-2019

დიღმის მასივში დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ამასთან დაკავშირებით დიდუბის რაიონის გამგებელმა კომენტარი გააკეთა.


ირმა ზავარდაშვილის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვა.


"არცერთ სახლში დღეს მოქალაქეები არ გაათენებენ", - აღნიშნა ზავარდაშვილმა.


დიდუბის რაიონის გამგებლის თქმით, კორპუსის მაცხოვრებლებს ღამის გასათევით მერია უზრუნველყოფს. მოგვიანებით კი დაზარალებულთათვის ბინის ქირას დაფარვაზე რაიონის გამგეობა იზრუნებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930