გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტარიელ ონიანი რუსეთში საპატიმროს დატოვებისთანავე ისევ დააკავეს

9-04-2019

პატიმრობიდან გათავისუფლებული ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი მალევე დააკავეს. ამის შესახებ სოლ-ილეცკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ ლინიზა შევჩუკმა განაცხადა.


ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


შევჩუკის თქმით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი კოლონიიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ 2006 წელს ესპანეთმა ონიანზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ესპანეთის პროკურატურა მას ფულის გათეთრებას ედავება. 


40-დღიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ონიანს რუსეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ.


61 წლის ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე „შავ დელფინში“ 9-წლიანი სასჯელი მოიხადა.





imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031