გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე: ვანო მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იხდის

10-04-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე ჰკითხეს.


„საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ დიდი პროგრესს მიაღწია, რის განმტკიცებაზე თქვენი მთავრობა მუშაობს. მაგრამ არის კითხვები თქვენი წინამორბედი ხელისუფლების წევრთა გასამართლებასთან დაკავშირებით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმით, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევები, როგორ გადაჭრიდით ამ პრობლემას“, – მიმართეს მამუკა ბახტაძეს.


შეკითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.


„სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა საქმის მხოლოდ ერთ ეპიზოდზე დაადგინა. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს ევროპული სასამართლოს აღსრულებას და ჩვენ ვალდებულებას ვასრულებთ. მაგრამ გავიმეორებ, რომ ბატონი მერაბიშვილი რამდენიმე საქმეზე იხდის სასჯელს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930