გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11-04-2019

26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა", ,,კარწახი", ,,თბილისის აეროპორტი" და ,,ქუთაისის აეროპორტი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (269 აბი და ჰაშიში 4.8 გრ.) და ფსიქოტროპული (864 კაფსულა და 565 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.


საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930