გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ვახშამი ცაში" - მალე დედაქალაქში ახალი რესტორანი გამოჩნდება

12-04-2019

დედაქალაქში მალე ახალი რესტორანი გაიხსნებვა, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის – "Dinner in the Sky" ("ვახშამი ცაში") ანალოგია.


რესტორანი კოჯორში, „ბიოლის“ ცენტრში 15 მაისს გაიხსნება.


სტუმრებს ვახშმობა სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან შეეძლებათ, რომელიც 50 მეტრის სიმაღლეზე იქნება განთავსებული.


მაგიდის დაჯავშნა უკვე შესაძლებელია და ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდე მერყეობს.


"ვახშამი ცაში" ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.


კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფრენა“ უსაფრთხოა, მაგრამ სტუმრებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ - მაგალითად, საპირფარეშოთი სარგებლობა სიმაღლეზე შეუძლებელია და იკრძალება მოწევაც.


"Dinner in the Sky" კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.




1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930