გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ღარიბაშვილი: მინდა უსუსურ ოპონენტებს მივმართო - ნურავის ნუ ექნება იმედი

13-04-2019

მარნეულში დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარადგინა.


წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან მერობის კანდიდატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაურ დარგალი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდამ, მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით.


პოლიტიკურმა მდივანმა გამოსვლაზე წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მათ იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში.


„მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, მათ წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ჩვენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ, ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვებთ და ამ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930